სამართლებრივი უფლებამოსილება
- სამართლებრივი უფლებამოსილება
ჩვეულებრივ განიმარტება როგორც სამართლებრივი შესაძლებლობა შეცვალო სამართლებრივი ურთიერთობები და დამოკიდებულებები. ასეთ უფლებამოსილებებს, ჩვეულებრივ, უფლებებს უწოდებენ. ესაა უფლება გააფორმო კონტრაქტი, გაყიდო ან იყიდო საკუთრება, შეადგინო ანდერძი, დაქორწინდე ან გაეყარო, ხმის მიცემის და სასამართლოში ჩივილის უფლება. ამგვარი უფლების მფლობელი სამართლებრივად აღჭურვილია შეცვალოს, ზეგავლენა მოახდინოს გარკვეულ საქმეზე, ოპერაციაზე. თუ იგი ამ უფლებას არ ფლობს, ეს ნიშნავს, რომ მას სამართლებრივად არ შეუძლია განახორციელოს ეს მოქმედება. მაგალითად, რომ არ ყოფილიყო სამართლებრივი დებულებები ანდერძის შედგენის შესახებ, ადამიანები მაინც შეძლებდნენ თავიანთი სურვილების გამოთქმას იმის შესახებ, თუ ვის უნდა დარჩენოდა მათ ქონება სიკვდილის შემდეგ, მაგრამ სამართლებრივად ისინი ვერ შეძლებდნენ უძრავი ქონების გადაცემის უზრუნველყოფას. უფლებამოსილება, ჩვეულებრივ, ყველა მოქალაქეს გააჩნია. თუმცა, ძალიან ხშირად ისინი ენიჭებათ ზოგიერთ კონკრეტულ ადამიანს და არა სხვებს. ეს მომენტი მნიშვნელოვნად ასხვავებს უფლებამოსილებებს სხვა ტიპის უფლებებისაგან. მოსამართლეს აქვს უფლება უხელმძღვანელოს სასამართლო პროცესს, პარლამენტის წევრს აქვს უფლება კენჭი უყაროს რაიმე კანონს, ექიმს აქვს უფლება გამოუწეროს პაციენტს წამლის რეცეპტი.
Source: თავისუფლება №2(14) თებერვალი, - [თავისუფლების ინსტიტუტი],-2002წ.
Georgian encyclopedia.
2013.
Смотреть что такое "სამართლებრივი უფლებამოსილება" в других словарях:
არასრულწლოვანთა ემანსიპაცია — (14 დან 18 წლამდე) გულისხმობს, რომ მაშინაც კი, თუ ხარ 18 წელზე ნაკლები ასაკის, შენს მშობლებს აღარ აქვთ სამართლებრივი უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა შენს მიერ ჩადენილ მოქმედებებზე. Source: თავისუფლება № 1 2, [თავისუფლების ინსტიტუტი], 2002 … Georgian encyclopedia
იურისდიქცია — • თითოეული სახელმწიფოს სუვერენული უფლება განახორციელოს თავისი განსაკუთრებული სახელისუფლებო უფლებამოსილება სამართალშემოქმედებით და სამართალგამოყენების სფეროებში, სამოქალაქო, სისხლის და ადმინისტრაციულ საქმეებში. სამართლის თეორიაში ფართოდ არის… … Georgian encyclopedia
ფედერაციული სახელმწიფო — ზუსტი დეფინიციის მოცემა, რომელსაც ფედერაციული სახელმწიფო ჰქვია, არც ისე მარტივია. როგორც წესი, იგი ყოველთვის აბსტრაქტულად და არაერთმნიშვნელოვნად განიმარტება. ფედერაციული სახელმწიფოს ცნებასთან დაკავშირებულ დისკუსიაში მონაწილეობდნენ ყველა კულტურული … Georgian encyclopedia
მონარქია — • ანუ მეფის მმართველობა ეწოდება მმართველობის ფორმას, როდესც სუვერენს შეუძლია მთელი მმართველობა მოაქციოს ერთი მაგისტრატის ხელში, ვისგანაც მთელი თავისი ძალაუფლება სხვა მაგისტრატებს მიეცემა. Source: რუსო ჟან ჟაკ. საზოგადოებრივი ხელშეკრულება / ფრანგ … Georgian encyclopedia
ადამიანის უფლებები — • მორალური უფლებამოსილება, რომელიც მსოფლიოს ყველა ინდივიდს გააჩნია უბრალოდ იმ ფაქტის გამო, რომ ის არის ადამიანი. ჩვენი უფლებების მოთხოვნის დროს ჩვენ მივმართავთ საკუთარ მთავრობას მორალური პოზიციიდან: თქვენ არ გაქვთ ამის გაკეთების უფლება, რადგანაც… … Georgian encyclopedia
იმუნიტეტები — ფლობდე იმუნიტეტს, გულისხმობს არ ექვემდებარებოდე სხვის ძალაუფლებას (უფლებამოსილებას). ჰოუფილდის ანალიზში იმუნიტეტებს შეესაბამებათ უფლებამოსილებები, ისევე როგორც მოთხოვნის უფლებებს – თავისუფლების უფლებები. ფლობდე თავისუფლების უფლებას, ნიშნავს იყო… … Georgian encyclopedia